საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო

ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში დაფუძნდა უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო – International Scientific Board (ISB). ცნობილია, რომ ჩვენი სკოლა მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და ოლიმპიადის მონაწილეა, ასევე ჩვენი კურსდამთავრებულები ხშირად აბარებენ უცხოეთის უნივერსიტეტებში. სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება ISB-ის საქმიანობის ძირითადი სფერო. ყოველი სასწავლო წლის დასასრულს (ივნისის თვეში) მოხდება იმ მოსწავლეების არჩევა, რომლებიც წარადგენენ საქართველოს საერთაშორისო […]

ჩვენი სკოლა სამეცნიერო პიკნიკზე

ჩვენი სკოლა სამეცნიერო პიკნიკზე 30 სექტემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ მონაწილეობა მიიღო ილიაუნის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-11 სამეცნიერო პიკნიკში, სადაც წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობები. აღნიშნულ ღონისძიებაში ძირითადად მონაწილეობას იღებდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2017 წლის 3-12 დეკემბერს გაემგზავრებიან ჰოლანდიაში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

ტოლერანტობის დღე

16 ნოემბერი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერუდიტების\’\’ წევრებმა გადაწყვიტეს ორიგინალურად აღენიშნათ ეს დღე. მათ ტოლერანტობასთან დაკავშირებული მესიჯები გაუგზავნეს ერთმანეთს, სკოლასა და მსოფლიოს. აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციის ერთიანი, ტოლერანტული პოზიცია სამყაროს მრავალფეროვნების მიმართ. ხაზი გაესვა შემდეგ მესიჯებს: ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია, სიყვარულით აკეთე ნებისიერი საქმე, არა სტიგმას, არა დისკრიმინაციას, მე შენი თანასწორი ვარ!    

მათემატიკის სამყაროში

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მათემატიკის კათედრების მასწავლებელთა თაოსნობით გამოიცა წიგნი-,,მათემატიკის სამყაროში\”.   წიგნი პირველ რიგში განკუთვნილია მოსწავლეთა საოლიმპიადო მომზადებისათვის. მასში შესულია 1440 ამოცანა, რომლებიც ლოგიკურ აზროვნებაზეა დაფუძნებული და არ არის დამოკიდებული აკადემიურ ცოდნაზე. ორივე ამერიკული სკოლის ,,საშაბათო სკოლის\” მეცადინეობა აღნიშნული წიგნით წარიმართება.    ,,მათემატიკის სამყაროში\” გამოიცა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების მამუკა მესხიშვილისა და ია მებონიას რედაქტორობით.

რა? სად? როდის? შემოდგომის სეზონი

22 და 23 ოქტომბერს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?”  შემოდგომის  სეზონის თამაშები.  ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საშუალო (VII–IX) და უმაღლესი (X–XII) საფეხურის მოსწავლეები. საშუალო საფეხურზე 11 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო უმაღლეს საფეხურზე 10 გუნდი. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ თამაშში. საშუალო საფეხურზე-VIIIა კლასის, ხოლო უმაღლეს საფეხურზე – Xბ კლასის გუნდმა გაიმარჯვა. ტრადიცისამებრ სკოლის დირექცია როგორც შემოდგომის, ისე გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ გუნდებს საგანმანათლებლო ექსკურსიით დააჯილდოებს.  

ICYS 2016 ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია

დამტკიცდა  ქართულ – ამერიკული  უმაღლესი  სკოლის  მოსწავლეთა  გუნდი, რომელიც საქართველოს  ნაკრების  სახელით  იასპარეზებს  XXIII  საერთაშორისო  კონფერენციაზე. წელს ახალგაზრდა  მეცნიერთა  საერთაშორისო  კონფერენცია  –  International  Conference  of Young  Scientists – ICYS  იმართება რუმინეთის ქალაქ კლაჟ-ნაპოკაში  16 – 22  აპრილს. საქართველოს ღირსებას რუმინეთში დაიცავენ ჩვენი სკოლის შემდეგი მოსწავლეები: ბიჭიაშვილი     გიორგი ბუგეჩაშვილი   გიორგი ვარდოსანიძე    მარიამი კალატოზიშვილი   ნიკოლოზი ლელაშვილი    გეგა ტრიპათჰი    ნიკიტა ქერდიყოშვილი    ნინო ჭეიშვილი    ნათია   წელს ჩვენი სკოლა წარადგენს  […]

პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსი

IX International Contest of Poetry and Theatre იტალიაში ქ. ტრიესდში, კასტელო დი დუინოს სახელობის პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსზე, რომლის თემატიკაც იყო ,,მომავალი …   ადგილი სამყაროში’’, 16 წლამდე მონაწილეებს შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ლიზი ბუდაღაშვილმა აიღო იტალიელი პოეტის სერჯო პენკოს სახელობის სპეციალური პრიზი. ლიზის ლექსის სათაურის შინაარსიც ,,ფიქრები ცხოვრების კარებთან’’ დაემთხვა კონკურსის […]

Close Menu