აშშ, ნიუ-იორკი 2019

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების 17-წევრიანი დელეგაციამ 1-8 მარტს მოაწყო ვიზიტი ნიუ-იორკში. ისინი მონაწილეობას იღებდნენ საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც ჩატარდება გაეროს შტაბ-ბინაში. მონაწილეები განთავსდენენ Hilton-ის სასტუმროში და დაათვალიერეს ნიუ-იორკის შემდეგ ღირსშესანიშნაობები: Statue of Liberty, Empire State Building, Times Square on Manhattan, Brooklyn Bridge, Central Park, The Metropolitan Museum of Art, American Museum of Natural History, Intrepid Sea, […]

თურქეთი იზმირი 2018

ვულოცავთ ჩვენი სკოლის IX კლასელებს – მარიამ ყანჩაველს და ლიკა ღლონტს თურქეთის საერთაშორისო კონფერენციაზე ადგილის დაკავებას. უკვე მოწვევა მიღებულია მომავალი წლის კონფერენციიდან. აღსანიშნავია, რომ ჩვენი წარმომადგენლები კონკურსანტებს შორის ასაკით ყველაზე უმცროსები იყვნენ და მით უფრო სასიხარულოა მათ მიერ მოპოვებული გამარჯვება.~          

ჩვენი მოსწავლის წარმატება ამერიკაში

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე ნინი ყიფიანი ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებული პროგრამის – Future Leaders’ Exchange Program (FLEX) ფარგლებში ერთი წლით იმყოფება ამერიკაში. იგი ამჟამად ჯორჯიის ქალაქ ჰირამის Hiram High School-ის მოსწავლეა. აღნიშნულ უმაღლეს სკოლაში სხვადასხვა ქვეყნის 1650 მოსწავლე სწავლობს; მით უფრო სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ნინი დასახელდა თვის საუკეთესო მოსწავლედ. ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას და ვუსურვებთ, რომ კვლავაც ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველო და […]

სერბეთი 2018

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ICYS წელს ოცდამეერთედ ჩატარდა. ამჟამად კონფერენცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის 7 და ვაკის ფილიალის 1 მოსწავლით დაკომპლექტდა. მათ წარადგინეს ოთხი საპროექტო ნაშრომი. როგორც ყოველთვის, კონფერენცია საუკეთესოდ იყო ორგანიზებული. მასპინძლებმა მრავალფეროვანი ტური მოუწყვეს მონაწილეებს. ჯგუფზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა სავას და მარკოზის სახელობის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა. ასევე განუმეორებელი […]

აშშ, კალიფორნია 2017

კალიფორნია, ლოს-ანჟელესში 13-19 მაისს INTELL ISEF საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე  წარსდგნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის და ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეთა გუნდები შემდეგი შემადგენლობით: მათემატიკის სექცია:  მარიამ როსტომაშვილი ნია ბარამიძე მარიამ ბუღაძე ნინო მოდოსიანი ალექსანდრე მუსელიანი საინფორმაციო ტექნოლოგიები: რეზი ეფაძე ბიოლოგიის სექცია: ქეთი ტყეშელაშვილი გიორგი ტაბაღუა

პოლონეთი 2009

2009 წლის 22 აპრილიდან 1 მაისამდე, პოლონეთის ქალაქ კრაკოვში,  ახალგაზრდა მეცნიერთა XIII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე 14 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც მათემატიკური გუნდური პროექტების ოთხ სექციაში იცავდნენ თავიანთ ნაშრომებს.   მათ შორის იყვნენ  ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს:   ვერცხლი – ირაკლი სარალიძე და თორნიკე აბრამიშვილი; ბრინჯაო – რომა ჭალიძე […]

აშშ, ჯორჯია 2008

2008 წლის 11-21 მაისს, საპროექტო ნაშრომების რიგით 59-ე მსოფლიო ჩემპიონატს ჯორჯიის დედაქალაქმა ატლანტამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამი მოსწავლე იცავდა: 1.შალვა ხოხაშვილი 2.ლია ერაძე 3.ანა ბეჟიტაშვილი    მათ საპროექტო ნაშრომები ეკოლოგიის სექციაში წარადგინეს. ჩვენდა სასიხარულოდ სამივე მათგანმა საპატიო სიგელი დაიმსახურა.  მსოფლიო ჩემპიონატზე 52 ქვეყნის 1554 მოსწვლე მონაწილეობდა, რომლებმაც ნაშრომები 18  სხვადსხვა სექციაში […]

პოლონეთი 2005

2005 წლის 24-30 აპრილს, პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში,  ახალგაზრდა მეცნიერთა XII საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც 14 ქვეყნის მოსწავლეები, მათემატიკის, ფიზიკის, ეკოლოგიისა და ინფორმატიკის სექციებში იცავდნენ საკუთარ ნაშრომებს. კონფერენცია ჩვენი სკოლის მოსწავლეების სრული ტრიუმფით დასრულდა.   ლელა ლაცოშვილმა და გიორგი კუხალაშვილმა მათემატიკის, ხოლო ლევან ლაფაჩმა ინფორმატიკის სექციებში გაიმარჯვეს.      

Close Menu