საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება მათემატიკაში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება მათემატიკაში გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკაში არნახულ წარმატებას მიაღწია – ბრაზილიაში ჩატარებულ 58-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა მე-12 ადგილი დაიკავა. ამ შედეგით ევროპაში დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის შემდეგ III ადგილზე გავედით. ოლიმპიური ნაკრების წევრებთან და მათ მწვრთნელებთან – გივი ნადიბაიძესა და გიორგი ჭელიძესთან შეხვედრა გაიმართა Radisson-ში 10 ივნისს. მათ მონაწილეობა […]

ჩვენი სკოლა სამეცნიერო პიკნიკზე

ჩვენი სკოლა სამეცნიერო პიკნიკზე 30 სექტემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ მონაწილეობა მიიღო ილიაუნის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-11 სამეცნიერო პიკნიკში, სადაც წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობები. აღნიშნულ ღონისძიებაში ძირითადად მონაწილეობას იღებდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2017 წლის 3-12 დეკემბერს გაემგზავრებიან ჰოლანდიაში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

ტოლერანტობის დღე

16 ნოემბერი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერუდიტების\’\’ წევრებმა გადაწყვიტეს ორიგინალურად აღენიშნათ ეს დღე. მათ ტოლერანტობასთან დაკავშირებული მესიჯები გაუგზავნეს ერთმანეთს, სკოლასა და მსოფლიოს. აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციის ერთიანი, ტოლერანტული პოზიცია სამყაროს მრავალფეროვნების მიმართ. ხაზი გაესვა შემდეგ მესიჯებს: ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია, სიყვარულით აკეთე ნებისიერი საქმე, არა სტიგმას, არა დისკრიმინაციას, მე შენი თანასწორი ვარ!    

ტაო – კლარჯეთი

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლიდან საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის, ტაო-კლარჯეთის დასათვალიერებლად გაემგზავრა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჯგუფი. გასვლითი ღონისძიება გაიმართა 24, 25, 26 მაისს. ექსკურსიის მარშრუტი მოიცავდა შემდეგ პუნქტებს: თბილისი, ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, თორთომის ჩანჩქერი და ქვედა ციხე, ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, ბანა. ბოლო საღამო იუსუფელში გაატარეს. ექსკურსია სანახაობრივად და შემეცნებითად მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. […]

გამარჯვება ტურნირზე – „შობა-2013“

ქორეოგრაფიულმა სტუდია „თელამ“ თენგიზ და ლარისა გაჩეჩილაძეების ხელმძღვანელობით გამართა ტურნირი „შობა-2013“. ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეები – მარიამ ლომინაძე და ირაკლი სიხარულიძე. ვულოცავთ პატარებს ამ დიდ წარმატებას.  

Close Menu