დაჯილდოება პარლამენტში

17 აპრილს საქართველოს პარლამენტში მოეწყო იმ სკოლების დაჯილდოება, რომელთა მოსწავლეებმა საერთაშორისო ასპარეზზე ასახელეს ჩვენი ქვეყანა.  სულ დაჯილდოვდა 4 სკოლა. ჩვენთვის რაოდენ სასიხარულოა, რომ სამ ფიზიკა-მათემატიკურ (კომაროვის, ვეკუას, რაზმაძის) სკოლასთან ერთად დაჯილდოვდა ჩვენი – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა. გამარჯვებული სკოლები განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ – ქ-მა მარიამ ჯაშმა და მისმა პირველმა მოადგილემ ბ-მა გენადი მარგველაშვილმა დააჯილდოვეს. […]

პირველი ყოველთვის პირველია

კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას! შვეიცარიის სარეიტინგო ასოციაციის და საქართველოს ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგის მიხედვით ჩვენი სკოლა 2018 წლის ლიდერად დასახელდა.  ვულოცავთ ყველა მის გულშემატკივარს 2018 წლის მაჟორულ ნოტაზე დასრულებას!  

გამარჯვებულები ვიცე-პრემიერმა დააჯილდოვა

19 ივნისს სასტუმრო ,,რედისონ ბლუ ივერიის’’ საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა ,,გახდი ოლიმპიელის’’ კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეთა დაჯილდოება. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის ეგიდით წელს პირველად ჩატარდა VI კლასის მოსწავლეთა მათემატიკური ოლიმპიადა. აღნიშნული ოლიმპიადა სხვა შეჯიბრებებისგან იმით გამოირჩვეა, რომ მის ორივე ეტაპზე მონაწილეობა უფასოა და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებულ მოსწავლეთა წარმოჩენას. საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის წევრები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ […]

,,გახდი ოლიმპიელი’’

    ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა უკვე მესამე წელია ატარებს მათემატიკასა და ინგლისურში ოლიმპიადას, რომელშიც მხოლოდ ჩვენი სკოლის მოსწავლეები მონაწილეობენ. ოლიმპიადის შედეგების მიხედვით გაიცემა სასწავლო გრანტები. სკოლის დირექციას სურვილი აქვს, რომ სხვა სკოლის მოსწავლეებიც ჩართოს ოლიმპიადაში და სწორედ ამ მიზნით ,,საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირთან’’ ერთად 2016 წლის 21 მაისს ატარებს სასკოლო ოლიმპიადას მათემატიკაში. ,,საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის’’ წარმომადგენლები სხვადასხვა დროს იყვნენ საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკის ეროვნულ […]

ვემსახურებით საქართველოს

ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს საწარმოთა საქმიანობის საერთო სახელმწიფო ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს. საწარმოთა რეიტინგები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით: თანამშრომელთა რაოდენობა თანამშრომელთა საშუალო ხელფასი საწარმოს ბრუნვა სექტორების მიხედვით საწარმოებს ენიჭებათ ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს რეიტინგები. წელს კერძო სკოლების სექტორში ჩვენმა სკოლამ – ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ ოქროს რეიტინგი დაიმსახურა. სკოლას მიენიჭა ,,დარგის ლიდერი’’-ს წოდება, ორდენი – ,,ეკონომიკის ვარსკვლავი’’ და მედალი ,,პროფესიული დამსახურებისთვის’’. სკოლის დირექტორს ბატონ მამუკა მესხიშვილს გადაეცა 2016 […]

2015 წლის სასწავლო გრანტები და ჯილდოები

ინგლისური ენის და მათემატიკის ზამთრისა და გაზაფხულის ოლიმპიადების შედეგად IV-X კლასებში გამოვლინდა  ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 48 მოსწავლე, რომელთაც მოიპოვეს მომდევნო სასწავლო წლის გრანტები. ეს მოსწავლეები არიან:       აგლაძე გვანცა დათიაშვილი მარიტა ანასაშვილი   მარიამი პავლიაშვილი  საბა კუტივაძე თაკო ობგაიძე კონსტანტინე ბაჯელიძე სანდრო სარალიძე სანდრო სეფაშვილი მიხეილი ქოქიაური ალექსანდრე რუსიშვილი ნიკოლოზი ბენიძე თემური სიხარულიძე ირაკლი ხუნდაძე ნიკოლოზი აბაშიძე ლევანი […]

სტუმრად ელჩთან

ქართულ-ამერიკული უმაღლესი და დაწყებითი სკოლების დირექტორები, ბატონი მამუკა მესხიშვილი და ქალბატონი ირმა მესხიშვილი, სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოში ამერიკის ელჩთან ბატონ რიჩარდ ნორლანდთან.   საქართველოში წელს პირველად ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი, რომლის ორგანიზატორები იყვნენ მშვიდობის კორპუსი და საქართველოს რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი და დაწყებითი სკოლები. ბატონმა ელჩმა და მისმა მეუღლემ, ქალბატონმა მერი ჰართენტმა, გულთბილი […]

კემბრიჯის გამოცდები – ზოგადი ინფორმაცია

კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდები ადასტურებს ინგლისური ენის ცოდნის კვალიფიკაციას სხვადასხვა დონეზე. კემბრიჯის გამოცდები ინგლისურში შექმნილია ენის შემსწავლელთათვის ყველა დონეზე – ელემენტარული დონიდან დაწყებული ინგლისური ენის ყველაზე მაღალი დონით დამთავრებული. კემბრიჯის გამოცდები ზოგად, ბიზნეს – და იურიდიულ ინგლისურში ცნობილია მთელ მსოფლიოში და ფართოდ არის აღიარებული პროფესიული და აკადემიური მიზნებისათვის. კემბრიჯის გამოცდები შედგება ოთხი ნაწილისაგან – მოსმენა, საუბარი, […]

Success in FLEX Program

გამარჯვება FLEX-ში როგორც წინა წლებში, ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას წელსაც ჰყავს გამარჯვებული ამერიკის კონგრესის მიერ დაფინანსებულ პროგრამაში – Future Leaders’ Exchange Program. წელს ჩვენი სკოლის XI კლასელი – გივი მახარაძე გახდა გამარჯვებული და ის ერთი წლის განმავლობაში ისწავლის ამერიკაში, უმაღლეს სკოლაში და იცხოვრებს ამერიკულ ოჯახში. სკოლა ულოცავს გივის ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს, რომ ღირსეულად წარმოაჩინოს […]

მორიგი წარმატება!

„ქარი აკრთობს ხეებზე ფოთლებს, წვიმა ასველებს შემოდგომის ოცნებას ყველას, ნეტავ რას ფიქრობს მეეზოვე ეზოში მარტო, ვიცოდე ნეტავ, შემოდგომის პირქუში ცა რატომ ღვრის სევდას“ ამ ლირიკული ნაწარმოების ავტორი, ჩვენი სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ლიზი ბუდაღაშვილია. მისმა ლექსმა იტალიის ქალაქ აოსტაში გამართულ ლიტერატურულ კონკურსზე განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. ლიზის, როგორც წარმატებულ მონაწილეს, გადაეცა პრიზი და დიპლომი. ლიზი მხოლოდ […]

Close Menu