წარატება წიგნების თაროში

  პირველი არხის პოპულარულ გადაცემაში-,,წიგნების თარო’’ წელს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდი პირველად მონაწილეობდა, მით უფრო სასიხარულოა მიღწეული წარმატება. ჩვენი გუნდი საუკეთესო ოთხეულში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ოთხეულში მხოლოდ ერთი კერძო სკოლა გავიდა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდს წარმოადგენდნენ ქეთი ტყეშელაშვილი (XII კლასი), მარიამ რიგვავა (XI კლასი) და ლევან აბაშიძე (X კლასი). ჩვენი გუნდის გამოკვეთილი ლიდერი ლევანი […]

მართლწერის ნაციონალური კონკურსი ინგლისურ ენაში – NESC

ამერიკის საელჩოს თაოსნობით ყოველწლიურად იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ათასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას და ერთმანეთს ინგლისური სიტყვების მართლწერაში ეჯიბრება. კონკურსი სამეტაპიანია: სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკური. თითოეული ტურის გამარჯვებულები გადადიან შემდეგ ტურში. 2018 წლის 27 აპრილს, ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ლონდა ჩოკოშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა […]

ჩვენი სკოლა სამეცნიერო პიკნიკზე

ჩვენი სკოლა სამეცნიერო პიკნიკზე 30 სექტემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრამ მონაწილეობა მიიღო ილიაუნის მიერ ორგანიზებულ რიგით მე-11 სამეცნიერო პიკნიკში, სადაც წარმოვადგინეთ მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობები. აღნიშნულ ღონისძიებაში ძირითადად მონაწილეობას იღებდნენ ის მოსწავლეები, რომლებიც 2017 წლის 3-12 დეკემბერს გაემგზავრებიან ჰოლანდიაში ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე.

გალა-კონცერტი

2015 წლის 22 ივნისს “Magti Club”_ში, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბავშვო ვოკალურმა სტუდია “ჰარმონიამ”, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ლიკუნა ჯანანაშვილი, გამართა სოლო კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ სტუდიის სოლისტები და, ასევე, დებიუტანტები.     ნორჩმა მომღერლებმა შეასრულეს როგორც ქართული, ისე უცხოური მუსიკალური ნომრები. კონცერტის დასასრულს შედგა რიგით მეორე მუსიკალური კლიპის “ლურჯი ზღაპარი” პრემიერა.     

კლიპის პრემიერა

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ვოკალური სტუდიის მოსწავლეებმა ლიკუნა ჯანანაშვილის ხელმძღვანელობით ჩაწერეს რიგით მეორე მუსიკალური კლიპი სახელწოდებით “ლურჯი ზღაპარი”. მუსიკისა და ტექსტის ავტორია სოფი რაფაელა, რეჟისორი – ლიკუნა ჯანანაშვილი, ოპერატორები-ნიკა კაკაბაძე და ანრი მექვაბიძე. სიმღერა ჩაიწერა ,,my studio“-ში   ლიზა ჭანტურია დაჩი ჟულაკაშვილი სოფო ტუსიაშვილი თიკა გურჩიანი მარიამ ანასაშვილი ნინი ტურაშვილი ქეთი დიაკონიძე ნინი ღიბრაძე    ნინუცა ფეიქრიშვილი სესილი წიქრიძე სანდრო მაჭარაძე […]

რა? სად? როდის? შემოდგომის სეზონი

22 და 23 ოქტომბერს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?”  შემოდგომის  სეზონის თამაშები.  ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საშუალო (VII–IX) და უმაღლესი (X–XII) საფეხურის მოსწავლეები. საშუალო საფეხურზე 11 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო უმაღლეს საფეხურზე 10 გუნდი. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ თამაშში. საშუალო საფეხურზე-VIIIა კლასის, ხოლო უმაღლეს საფეხურზე – Xბ კლასის გუნდმა გაიმარჯვა. ტრადიცისამებრ სკოლის დირექცია როგორც შემოდგომის, ისე გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ გუნდებს საგანმანათლებლო ექსკურსიით დააჯილდოებს.  

წარმატება ჭადრაკში

2008 წლის 31 მარტს, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სკოლებს შორის ჩატარდა “დავით აღმაშენებლის” სახელობის თასის IV გათამაშება ჭადრაკში. შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოჭადრაკეთა გუნდის წევრებიც: გიორგი ბერუაშვილი, ლაშა ჯაოშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნინო ქერდიყოშვილი. მათ დაიკავეს III საპრიზო ადგილი და გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდა დიპლომითა და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრით.

ეროვნული თავდაცვის კურსი

ეროვნული თავდაცვის კურსი Georgian Executive Defence Course GEDC ბათუმში, სასტუმრო “შერატონში”, 3-7 ივნისს გაიმართა ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი. აღნიშნული კურსი უკვე მეორედ იმართება და მისი ორგანიზატორები არიან საქართველოსა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროები, ნატოს საქართველოს წარმომადგენლობა.   კურსზე მიწვეული იყო ბატონი მამუკა მესხიშვილი, როგორც საუკეთესო ქართულ-ამერიკული უმაღლესი კერძო სკოლის დირექტორი. მონაწილეებმა დაათვალიერეს ეროვნული თავდაცვის აკადემია და […]

ყველაზე ჭკვიანი – ლევან აბაშიძე 

ყველაზე ჭკვიანი – ლევან აბაშიძე Our student Levan Abashidze is the smartest 2013 წლის რუსთავი 2-ის პროექტ “ყველაზე ჭკვიანის” გამარჯვებული გახდა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლე ლევან აბაშიძე. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში მხოლოდ ერთი კერძო სკოლის მოსწავლე მოხვდა და ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ საბოლოო გამარჯვება სწორედ ჩვენმა მოსწავლემ მოიპოვა. კომპანია “LG”-მ “ყველაზე ჭკვიანი” მოსწავლე ყველაზე “ჭკვიანი […]

გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ხელმძღვანელობით, 2011 წლის 7 მაისს 69–ე საჯარო სკოლაში ჩატარდა რაიონული სასკოლო–გუნდური ჩემპიონატი ჭადრაკში 1998–1999 წლებში დაბადებულ მოზარდთა შორის. ტურნირი ჩატარდა ოლიმპიური სისტემით, მონაწილეობდა გლდანი–ნაძალადევის რაიონის 20 სკოლა. გაიმარჯვა ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის გუნდმა, რომლის ღირსებას იცავდნენ: გიორგი ბერუაშვილი – VII კლასი (I დაფა); ლაშა ჯაოშვილი – VII […]

Close Menu