დამტკიცდა საქართველოს ნაკრები გუნდის შემადგენლობა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენციაზე. წელს – ICYS (International Conference of Young Scientists) სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართება 21-27 აპრილს.
ნაკრები ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებით დაკომპლექტდა:

  • თენგიზ მაისურაძე
  • ანი იოსელიანი
  • საბა გიორგაძე 
  • თეიმურაზ ჯაყელი

თავიანთ ნაშრომებს სიცოცხლის მეცნიერებების სექციაში წარადგენენ.
წელს ჩვენი სკოლების მოსწავლეები საქართველოს ღირსებას სერბეთის კონფერენციის გარდა დაიცავენ ტუნისის, ნიუ-იორკის, ლოს-ანჯელესის და გერმანიის საერთაშორისო შეჯიბრებებში.

Close Menu