22 და 23 ოქტომბერს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაშის ,,რა? სად? როდის?”  შემოდგომის  სეზონის თამაშები.  ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ საშუალო (VII–IX) და უმაღლესი (X–XII) საფეხურის მოსწავლეები. საშუალო საფეხურზე 11 გუნდი მონაწილეობდა, ხოლო უმაღლეს საფეხურზე 10 გუნდი. მოსწავლეები დიდი ინტერესითა და მონდომებით ჩაერთნენ თამაშში.

საშუალო საფეხურზე-VIII კლასის, ხოლო უმაღლეს საფეხურზე – X კლასის გუნდმა გაიმარჯვა.

ტრადიცისამებრ სკოლის დირექცია როგორც შემოდგომის, ისე გაზაფხულის სეზონის გამარჯვებულ გუნდებს საგანმანათლებლო ექსკურსიით დააჯილდოებს.

 

Close Menu