ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მათემატიკის კათედრების მასწავლებელთა თაოსნობით გამოიცა წიგნი-,,მათემატიკის სამყაროში\”.

  წიგნი პირველ რიგში განკუთვნილია მოსწავლეთა საოლიმპიადო მომზადებისათვის. მასში შესულია 1440 ამოცანა, რომლებიც ლოგიკურ აზროვნებაზეა დაფუძნებული და არ არის დამოკიდებული აკადემიურ ცოდნაზე. ორივე ამერიკული სკოლის ,,საშაბათო სკოლის\” მეცადინეობა აღნიშნული წიგნით წარიმართება. 

  ,,მათემატიკის სამყაროში\” გამოიცა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორების მამუკა მესხიშვილისა და ია მებონიას რედაქტორობით.

Close Menu