2015 წლის 22 ივნისს “Magti Club”_ში, ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბავშვო ვოკალურმა სტუდია “ჰარმონიამ”, რომლის ხელმძღვანელიც გახლავთ ლიკუნა ჯანანაშვილი, გამართა სოლო კონცერტი, სადაც მონაწილეობდნენ სტუდიის სოლისტები და, ასევე, დებიუტანტები.

 

 

ნორჩმა მომღერლებმა შეასრულეს როგორც ქართული, ისე უცხოური მუსიკალური ნომრები. კონცერტის დასასრულს შედგა რიგით მეორე მუსიკალური კლიპის “ლურჯი ზღაპარი” პრემიერა. 

 

 

Close Menu