ლიზი ბუდაღაშვილმა ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა და ჩაირიცხა სომხეთში, დილიჟანში არსებულ პრესტიჟულ მსოფლიო UWC (United World College) კოლეჯში.  1962 წელს დაარსებულ კოლეჯს ფილიალი აფრიკის, ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტების 17 ქვეყანაში აქვს.

ლიზი საქართველოდან აღნიშნულ კოლეჯში სწავლის მსურველი 450 აბიტურიენტიდან შვიდ გამარჯვებულს შორის მოხვდა. დილიჟანის ფილიალი, სადაც სრული დაფინანსებით (70 000 $) მოხვდა, მისი არჩევანი იყო. 

კოლეჯში სწავლა ორწლიანია და დიპლომის აღების შემდეგ  მსოფლიოს ყველაზე სოლიდურ და წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძლების საშუალებას იძლევა. აღსანიშნავია, რომ ლიზი ასევე უნიჭიერესი პიანისტი, კომპოზიტორი, მწერალი და მხატვარია.წარმატებებს და კიდევ უფრო დიდ მსოფლიო აღიარებას ვუსურვებთ ლიზის!

 

Close Menu