16 ნოემბერი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამოქალაქო კლუბის ,,ერუდიტების\’\’ წევრებმა გადაწყვიტეს ორიგინალურად აღენიშნათ ეს დღე.

მათ ტოლერანტობასთან დაკავშირებული მესიჯები გაუგზავნეს ერთმანეთს, სკოლასა და მსოფლიოს.

აღსანიშნავია, სკოლის მოსწავლეების, მასწავლებლების, ადმინისტრაციის ერთიანი, ტოლერანტული პოზიცია სამყაროს მრავალფეროვნების მიმართ. ხაზი გაესვა შემდეგ მესიჯებს: ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორია, სიყვარულით აკეთე ნებისიერი საქმე, არა სტიგმას, არა დისკრიმინაციას, მე შენი თანასწორი ვარ!

 

 

Close Menu