2008 წლის 31 მარტს, თბილისის დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში, სკოლებს შორის ჩატარდა “დავით აღმაშენებლის” სახელობის თასის IV გათამაშება ჭადრაკში.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ ქართულ–ამერიკული უმაღლესი სკოლის მოჭადრაკეთა გუნდის წევრებიც: გიორგი ბერუაშვილი, ლაშა ჯაოშვილი, გიორგი ახვლედიანი, ნინო ქერდიყოშვილი. მათ დაიკავეს III საპრიზო ადგილი და გუნდის თითოეული წევრი დაჯილდოვდა დიპლომითა და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრით.

Close Menu