ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის შედეგებიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააჯილდოვა ჩვენი სკოლის მოსწავლეები: ქეთევან თოფჩიშვილი, დავით ქენქაძე და ნინო ტაბატაძე საგზურით – ინგლისური ენის საზაფხულო სკოლაში.

 

მოსწავლეებისთვის მოეწყობა 3 კვირიანი ინგლისური ენის აკადემიური პროგრამა (ინტენსიური ინგლისური ენის კურსი არანაკლებ 20 საათი კვირაში) და აკადემიური ინგლისურენოვანი აქტივობები დღის მეორე ნახევარში.

კურსის დასრულების შემდეგ, ყოველი მონაწილე მიიღებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და საზაფხულო სკოლის მიერ დამოწმებულ სერტიფიკატს.

 

Close Menu