გერმანიაში უმაღლესი განათლების მიღება სამომავლოდ წარმატებული კარიერული წინსვლის გარანტიაა არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

4 მაისს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას გერმანიის აკადემიურ სამსახურის-DAAD-ის  წარმომადგენლები – დოქტ. მარტინ პრაქსენტალერი და დოქტ. ნინო ანთაძე  ესტუმრნენ. ჩვენს სკოლას აგრეთვე სტუმრობდა პროგრამა „ხიდი განათლებისკენ“ წარმომადგენელი ქალბატონი ლიკა ეძგვერაძე. მათ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდეს გერმანიაში სწავლის გაგრძელების შესახებ, ასევე ისაუბრეს გერმანიაში დაფინანსების მიღებისა და DAAD-ის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეების შეხვედრა DAAD-ის წარმომადგენლებთან  ტრადიციული გახდება. ჩვენი მოსწავლეები ყოველწლიურად  მიიღებენ გერმანიის იმ უმაღლესი სასწავლებლების სიას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ქართველი სტუდენტების მიღებით.

Close Menu