ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლიდან საქართველოს ისტორიული მიწა-წყლის, ტაო-კლარჯეთის დასათვალიერებლად გაემგზავრა მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჯგუფი.

გასვლითი ღონისძიება გაიმართა 24, 25, 26 მაისს.

ექსკურსიის მარშრუტი მოიცავდა შემდეგ პუნქტებს: თბილისი, ტბეთი, ხანძთა, დოლისყანა, არტანუჯის ციხე, ჯოჯოხეთის კანიონი, თორთომის ჩანჩქერი და ქვედა ციხე, ოშკი, ხახული, იშხანი, ოთხთა, ბანა. ბოლო საღამო იუსუფელში გაატარეს.

ექსკურსია სანახაობრივად და შემეცნებითად მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა. ემოციურად დატვირთული მოსწავლეები და მასწავლებლები თბილისში 26 მაისს დაბრუნდნენ.

Close Menu