კინგსის შემოდგომა-ზამთრის ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებზე ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს. ჩვენი სკოლის ექვსმა მოსწავლემ უმაღლესი შეფასება მიიღო საქართველოს მასშტაბით ინგლისური ენისა და მათემატიკის ოლიმპიადებზე:

საქართველოს მასშტაბით აბსოლუტურ პირველ ადგილებზე გავიდნენ:

სანდრო ბაჯელიძე – IV კლასი (მათემატიკის ოლიმპიადა)

მარიამ წულუკიძე – V კლასი  (ინგლისური ენის ოლიმპიადა)
მარიამ ლოლაძე – VII კლასი (ინგლისურის ენის ოლიმპიადა)

 

ხოლო I ხარისხის დიპლომები გადაეცათ:

ნიკა ფილაურს – VII კლასი (მათემატიკის ოლიმპიადა)
ნინო ბაღდავაძეს – XI კლასი (მათემატიკის ოლიმპიადა)

ეკა ბეგაშვილს – IX კლასი (ინგლისურის ენის ოლიმპიადა)

 

აღნიშნულმა ექვსმა მოსწავლემ ,,კინგსის’’ მიწვევით დაუვიწყარი 5 დღე გაატარა ანაკლიის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში.

28 იანვარს ,,კინგსის’’ წარმომადგენლები თავიანთ სიმბოლო ,,ლომთან’’ ერთად ესტუმრნენ სკოლას და დაბადების დღე მიულოცეს ერთ-ერთ გამარჯვებულს – ნინო ბაღდავაძეს.

Close Menu