მა­ლა­ი­ზი­ის ქა­ლაქ კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­ში 20-25 აპ­რილს ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა 26-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია გა­ი­მარ­თა, სა­დაც სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სკო­ლის მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­თე­მა­ტი­კის, ფი­ზი­კის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის და ეკო­ლო­გი­ის დარ­გებ­ში თა­ვი­სი პრო­ექ­ტე­ბი და კვლე­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს.

სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბი ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი უმაღ­ლე­სი სკო­ლის და ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი სკო­ლის 10 მოს­წავ­ლით და­კომ­პლექტდა. ქარ­თველ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა მა­თე­მა­ტი­კის სექ­ცი­ა­ში დიდ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ეს – გი­ორ­გი რაზ­მა­ძე და საბა სა­ბე­კია კონ­ფე­რენ­ცი­ი­დან ოქ­როს მედ­ლით დაბ­რუნ­დნენ (თემა „იდე­ა­ლუ­რი კუ­ბო­ი­დი“);

თამ­თა ჯაშ­მა და ელე­ნე გვა­ლი­ამ ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი და­იმ­სა­ხუ­რეს, (თემა „შა­რი­გი­ნის პრობ­ლე­მა“); კი­დევ ერთი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ნინო ფი­ფი­ას და ლიზი მეძ­ვე­ლი­ას ხვდათ წი­ლად (თემა „კომ­პლექ­სუ­რი რი­ცხვე­ბი და გე­ო­მეტ­რია“).

აღ­ნიშ­ნუ­ლი სკო­ლე­ბის მა­თე­მა­ტი­კის კა­თედ­რე­ბი ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის დოქ­ტო­რი მა­მუ­კა მეს­ხიშ­ვი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თხელ აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბულ შე­დე­გებს. სა­ქარ­თვე­ლო 2002 წლი­დან მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ობს აღ­ნიშ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში და სტა­ბი­ლუ­რად იკა­ვებს საპ­რი­ზო ად­გი­ლებს.

კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­მუ­შაო ენა ინ­გლი­სუ­რია, შე­სა­ბა­მი­სად მოს­წავ­ლე­ე­ბი ნაშ­რო­მებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟი­უ­რის წი­ნა­შე ინ­გლი­სურ ენა­ზე იცა­ვენ, ამი­ტო­მაც ისი­ნი უნაკ­ლოდ უნდა ფლობ­დნენ ენას.

კონ­ფე­რენ­ცი­ის პა­რა­ლე­ლუ­რად, ღო­ნის­ძი­ე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი იყო კულ­ტუ­რუ­ლი ნა­წი­ლი­თაც – მოს­წავ­ლე­ებ­მა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს მუ­რუ­გა­ნის (Murugan) ქან­და­კე­ბა, ბა­ტუს კომ­პლექ­სი (Batu Caves), სულ­თან აბ­დულ სა­მა­დის (Abdul Samad) სა­სახ­ლე, სამ­თავ­რო­ბო ქა­ლა­ქი-პუტ­რა­ჯა­ია ( Putrajaya) და მა­ლა­ი­ზი­ის სიმ­ბო­ლო-პეტ­რო­ნა­სის ტყუ­პი კოშ­კე­ბი (Petronas Twin Towers), რომ­ლე­ბიც თი­თო­ე­უ­ლი 88 სარ­თუ­ლი­ა­ნია და სი­მაღ­ლით 451,9 მეტ­რია (ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი ტყუ­პე­ბი მსოფ­ლი­ო­ში).

და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია 24 აპ­რილს, Mandarin Court Hotel-ში გა­ი­მარ­თა. ცე­რე­მო­ნი­ას სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი, ნი­კო­ლოზ აფხა­ზა­ვა და­ეს­წრო.

ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია 1993 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა. კუ­ა­ლა-ლუმ­პურ­მა აღ­ნიშ­ნულ კონ­ფე­რენ­ცი­ას პირ­ვე­ლად უმას­პინ­ძლა. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო 27 ქვეყ­ნის 157-მა მოს­წავ­ლემ.

წყარო:   ამბები.გე      11:41 / 30-04-2019   

 

 

 

 

 

 

Close Menu