უკვე მეოთხე წელია გამოსაშვები გამოცდები ორ ეტაპად მე-11 და მე-12 კლასებში ტარდება. მე-11 კლასის მოსწავლეები სასწავლო წლის ბოლოს იმ საგნებს აბარებენ, რომლის სწავლაც დაასრულეს (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია). დარჩენილ 4 საგანში ტესტირებას (მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, ისტორია) მოსწავლეები სკოლის დამთავრებისას გადიან. რვავე საატესტატო გამოცდას მოსწავლეები კომპიუტერის საშუალებით აბარებენ. კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მზადდება და ყველა სკოლას ერთდროულად ინტერნეტის საშუალებით მიეწოდება.

 

წელს ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლას 44 კურსდამთავრებული ჰყავს. მათ შარშან წარმატებით ჩააბარეს პირველი ოთხი გამოცდა, საგნების მიხედვით საშუალო მაჩვენებელმა შეადგინა:

 

ქიმია – 8,38

გეოგრაფია – 8,37

ბიოლოგია – 8,3

ფიზიკა – 7,8

 

წელს გამართულ გამოცდებზე ჩვენმა მოსწავლეებმა კვლავ ბრწყინვალე შედეგები აჩვენეს:

 

ქართული – 8,35

ინგლისური -9,10

ისტორია – 8,18

მათემატიკა – 8,58

 

თითქმის ყველა მოსწავლემ ამა თუ იმ საგანში 1 ათიანი მაინც დაიმსახურა, ხოლო ორ და მეტ საგანში ათიანები დაიმსახურეს:

 

  • ოსიაშვილი ანა               (5 ათიანი)
  • რაზმაძე უჩა                    (3 ათიანი)
  • ზივზივაძე ანი                (3 ათიანი)
  • გიორგაძე გიორგი            (3 ათიანი)
  • ჭანტურია  ნინი               (2 ათიანი)
  • ჯაბაური ჯაბა                  (2 ათიანი)
  • ავალიშვილი  ავთო         (2 ათიანი)  

 

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ულოცავს თავის მოსწავლეებს სკოლის წარმატებით დამთავრებას და უსურვებს სააბიტურიენტო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. ვიმედოვნებთ, რომ არ დაირღვევა სკოლის ბრწყინვალე ტრადიცია და ყველა მოსწავლე გახდება სტუდენტი მათ მიერ არჩეულ უნივერსიტეტში.

 

 

 

 

Close Menu