2012 წლის 14 დეკემბერს ქ. რომში გაიმართა კულტურისა და ხელოვნების XXIV საერაშორისო კონკურსი, რომელშიც მორიგ გამარჯვებას მიაღწია ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის პატარა ვირტუოზმა ლიზი ბუდაღაშვილმა.

3 სალიტერატურო, 4 სამუსიკო და 3 სამხატვრო პრიზის მფლობელს ჯოაკინო ბელის ლიტერატურულ ფესტივალზე სპეციალური ჯილდო ერგო, ამავე დროს მისი ფერწერული ტილო საუკეთესო ნამუშევრად დასახელდა და შესაბამისი მედლით დაჯილდოვდა.

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა ამაყობს ლიზის წარმატებებით.

Close Menu