იტალიაში ქ. ტრიესდში, კასტელო დი დუინოს სახელობის პოეზიისა და თეატრის IX საერთაშორისო კონკურსზე, რომლის თემატიკაც იყო ,,მომავალი …

ადგილი სამყაროში’’, 16 წლამდე მონაწილეებს შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ლიზი ბუდაღაშვილმა აიღო იტალიელი პოეტის სერჯო პენკოს სახელობის სპეციალური პრიზი. ლიზის ლექსის სათაურის შინაარსიც ,,ფიქრები ცხოვრების კარებთან’’ დაემთხვა კონკურსის თემატიკას.

კონკურსის ღონისძიებები, პოეზიის საღამოები ლიზიმ მუსიკალურად გააფორმა საკუთარი მუსიკალური კომპოზიციებითა და კლასიკოსთა ნაწარმოებების შესრულებით.

ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა ასევე ამ კონკურსზე გაგზავნილმა წარდგენილმა ფოტომ: „მომავალი….. ადგილი სამყაროში“. ეს ფოტოგამოფენა და დისკუსიები სწორედ ლიზის მიერ გაგზავნილი ფოტოთი გაიხსნა.
28 მარტს ლიზი მიწვეული იყო მე-9 არხის გადაცემაში ,,ახალი დილა’’ საპატიო სტუმრად.

16 აპრილს ლიზი საპატიო სტუმრად მიიწვიეს 142 – ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა. ღონისძიებაზე მოსწავლეები განიხილავენ ლიზის შემოქმედებას, მოეწყობა მისი ნახატების გამოფენაც.

24 აპრილს 6 სთ-ზე კი მოეწყობა ლიზის წიგნის „ფიქრობანას თამაშის’’ პრეზენტაცია საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

Close Menu