ნაციონალური ბიზნეს რეიტინგების კავშირი ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს საწარმოთა საქმიანობის საერთო სახელმწიფო ფინანსურ-ეკონომიკურ ანალიზს. საწარმოთა რეიტინგები დგინდება შემდეგი მაჩვენებლების მიხედვით:

  • თანამშრომელთა რაოდენობა
  • თანამშრომელთა საშუალო ხელფასი
  • საწარმოს ბრუნვა

სექტორების მიხედვით საწარმოებს ენიჭებათ ოქროსვერცხლის და ბრინჯაოს რეიტინგები. წელს კერძო სკოლების სექტორში ჩვენმა სკოლამ – ქართულ-ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ ოქროს რეიტინგი დაიმსახურა.

სკოლას მიენიჭა ,,დარგის ლიდერი’’-ს წოდება, ორდენი – ,,ეკონომიკის ვარსკვლავი’’ და მედალი ,,პროფესიული დამსახურებისთვის’’. სკოლის დირექტორს ბატონ მამუკა მესხიშვილს გადაეცა 2016 წლის საუკეთესო სპეციალისტის და საუკეთესო სკოლის დირექტორის წოდება.

გთავაზობთ თბილისის ლიდერი – ტოპ 10 კერძო სკოლის ჩამონათვალს:

რეიტინგი ოქრო

  • ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა
  • ევროპული სკოლა
  • ახალი სკოლა
  • მწიგნობართუხუცესი

 

რეიტინგი ვერცხლი

  • მთიები
  • პრომეთე
  • ამერიკული აკადემია 

 

რეიტინგი ბრინჯაო

  • ევროპული სასწავლებელი
  • ბრიტანულ-ქართული აკადემია
  • ქართული სასწავლებელი

 

საზეიმო დაჯილდოების ცერემონია გაიმართება ბათუმის ,,კულტურისა და ხელოვნების ცენტრში’’2016 წლის 27 მაისს.

Close Menu