მოსწავლეებში აქტიური მოქალაქისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას ეხმარება არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მოქალაქის’’ მიერ ორგანიზებული სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა. 2016 წლის 22 მარტს საქართველოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიმართა მეორე ტურის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება, წარმატებულთა შორის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის ოთხი მოსწავლეა:

  • ნიკიტა ტრიპატჰი
  • გიორგი გიორგაძე
  • ანა ოსიაშვილი
  • ნინო ქერდიყოშვილი

მათ საპატიო სიგელები და პლანშეტები  საზეიმო ვითარებაში გადასცა საქართველოს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა მაია მიმინოშვილმა. ვულოცავთ ჩვენს მოსწავლეებს ამ წარმატებას!

 

Close Menu