მშობლისთვის კარგი სკოლის შერჩევა ერთ–ერთი მნიშვნელოვანი საზრუნავია და იმედი გვაქვს, რომ ქართულ–ამერიკული უმაღლეს სკოლას შვილის განათლებასთან დაკავშირებულ თქვენი მიზნების შესრულების ერთ–ერთ საშუალებად მიიჩნევთ.

მით უფრო, რომ სკოლის მისიაში ნათლადაა ასახული სკოლის პრინციპები და ღირებულებები, რომლებიც ორიენტირებულია წიგნიერ, მიზანდასახულ და კომუნიკაბელურ პიროვნებაზე, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრი იქნება.

ამის გარანტი სკოლის ადმინისტრაცია, სასწავლო პროგრამები, მასწავლებლები და განხორციელებული სხვადსხვა ღონისძიებებია. 

სკოლის მისია, სასაწავლო პროგრამა, ხელშეკრულების ნიმუში, ღონისძიებებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ სკოლის web-გვერდის შესაბამისი სტრუქტურულ ერთეულებში ან მობრძანდეთ სკოლაში მისამართზე: ჭყონდიდელის ქუჩა #18 (ნაძალადევის რაიონი).

Close Menu