2004 წლის 20-29 სექტემბერს, ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაიმართა მოსწავლეთა საპროექტო ნაშრომების მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც საქართველოს სახელით ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ, კონსტანტინე ქაროსანიძემ გაიმარჯვა.

აღნიშნული წარმატების შემდეგ, ჩვენი სკოლის დირექტორი მამუკა მესხიშვილი ამერიკის მათემატიკური საზოგადოების (Mu Alpha Theta) წარმომადგენელი გახდა საქართველოში.

ამ აღიარებით ჩვენმა ქვეყანამ მოიპოვა უფლება მონაწილეობა მიეღო მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების მსოფლიო ჩემპიონატში.

Close Menu