ქართულ-ამერიკული უმაღლესი და ქართულ-ამერიკული სკოლების მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოს სახელით ასპარეზობდნენ ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე – IJSO, ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

წელს ჰოლანდიაში IJSO ოლიმპიადა 3-13 დეკემბერს მე-14 ჩატარდა. ოლიმპიადაში მონაწილეობდა 52 ქვეყნის გუნდი. თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. მოსწავლეები ერთმანეთს 3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ეჯიბრებიან.

ოლიმპიადა 3 ტურად ტარდება და მოიცავს ტესტურ, თეორიულ და ექსპერიმენტალურ დავალებებს. IJSO – მიჩნეულია მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე რთულ ოლიმპიადად და ის 10დღის განმავლობაში გრძელდება. გუნდის ლიდერები და მოსწავლეები ცალ-ცალკე იმყოფებიან. წელს ლიდერები ქ. ნაიმეგენში, ვალ მონტეს სასტუმროში, ხოლო მოსწავლეები ქ. არნემის, ოლიმპიური მომზადების ცენტრ – პაპენდალში ცხოვრობდნენ.

ყოველთვის ბრწყინვალედ არის ორგანიზებული ოლიმპიადის ექსკურსიების პროგრამა. მოსწავლეებმა და ლიდერებმა დაათვალიერეს ამსტერდამის ღირსშესანიშნაობები, მათზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა რემბრანდტის და ვან გოგის მუზეუმებმა, ასევე ამსტერდამის ქუჩებში ნავით სეირნობამ.

უკვე ცნობილია მომდევნო IJSO-ს მასპინძელი ქვეყნები. შემდეგ წლებში ოლიმპიადა – ბოცვანაში, კატარში, გერმანიაში, განაში, ესტონეთსა და ტაილანდში ჩატარდება.

Close Menu