XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ.
საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს. მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
- ნიკა ფილაური – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
- ნიკოლოზ ღვინიაშვილი – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
- ნიკოლა კაპანაძე – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
- მარიამ გორდაძე – ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
- მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
- ნათია კობახიძე – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
- ნიკოლოზ ცაგარეიშვილი – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
- გვანცა მამალაშვილი – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
- ანანო ღიბრაძე – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
- თამთა ჯაში – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
- ალექსანდრე მუსელიანი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა
- ნიკოლოზ მესხი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა
აღსანიშნავია, რომ 3 სექციაში გამარჯვება მხოლოდ საქართველოს გუნდმა მოიპოვა.
აღნიშნული შედეგით საქართველო გუნდურად V ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ შემდეგ წლებშიც.
უკვე დამტკიცებულია მომავალი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნების სია.
2019 წელი – მალაიზია, კუალა-ლუმპური
2020 წელი – საბერძნეთი, სალონიკი
2021 წელი – ჰოლანდია, ნაიმეგენი