დამტკიცდა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო ოლიმპიადაზე. წელს – IJSO ბოტსვანაში გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობს 50 ქვეყნის გუნდი. თითოეულ გუნდში 6-6 მოსწავლეა, რომელთა ასაკი არ აღემატება 16 წელს. მოსწავლეები ერთმანეთს 3 საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში – ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ეჯიბრებიან.

წელს ჩვენი ნაკრები მთლიანად ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებით დაკომპლექტდა:

  • მარიამ წულუკიძე,
  • მარიამ საფარაშვილი,
  • ლიკა ღლონტი,
  • მარიამ ყანჩაველი,
  • თათია კობახიძე,
  • ალექსანდრე ერაძე

ჩვენი სკოლის X კლასელები არიან.

როგორც ყოველთვის, ბრწყინვალედ იქნება ორგანიზებული ეს მსოფლიო ფორუმი, ჩვენი სკოლა მასში უკვე მესამედ მონაწილეობს. მოსწავლეებს ელით დაუვიწყარი მოგზაურობა ამ ეგზოტიკურ ქვეყანაში.

იმედი გვაქვს, როგორც წინა წლებში, ჩვენი მოსწავლეები გამარჯვებულები დაგვიბრუნდებიან.

Close Menu