ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში დაფუძნდა უცხოეთის ქვეყნებთან ურთიერთობის საერთაშორისო სამეცნიერო საბჭო – International Scientific Board (ISB). ცნობილია, რომ ჩვენი სკოლა მრავალი საერთაშორისო კონფერენციისა და ოლიმპიადის მონაწილეა, ასევე ჩვენი კურსდამთავრებულები ხშირად აბარებენ უცხოეთის უნივერსიტეტებში. სწორედ ეს ორი მიმართულება იქნება ISB-ის საქმიანობის ძირითადი სფერო. ყოველი სასწავლო წლის დასასრულს (ივნისის თვეში) მოხდება იმ მოსწავლეების არჩევა, რომლებიც წარადგენენ საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე შემდეგ სასწავლო წელს. ასევე, სასწვლო წლის დასაწყისში (სექტემბერი-ოქტომბერი) ISB-ის უნდა ეცნობოს იმ X-XI კლასელ მოსწავლეთა სია, რომლებსაც სურვილი აქვთ სწავლა განაგრძონ საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში.

Close Menu