საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატება მათემატიკაში

გასულ წელს საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მათემატიკაში არნახულ წარმატებას მიაღწია – ბრაზილიაში ჩატარებულ 58-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენმა ნაკრებმა მე-12 ადგილი დაიკავა. ამ შედეგით ევროპაში დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის შემდეგ III ადგილზე გავედით. ოლიმპიური ნაკრების წევრებთან და მათ მწვრთნელებთან – გივი ნადიბაიძესა და გიორგი ჭელიძესთან შეხვედრა გაიმართა Radisson-ში 10 ივნისს. მათ მონაწილეობა მიიღეს ,,გახდი ოლიმპიელი 2018’’-ის დაჯილდოების ცერემონიალში. ოლიმპიადის სპონსორები არიან ქართულ-ამერიკული სკოლები და ის ყოველწლიურად იმართება VI კლასელთათვის.
გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვეს ქართულ-ამერიკული სკოლების დირექტორებმა მამუკა მესხიშვილმა, ირმა მესხიშვილმა და თეონა ზოიძემ, ასევე ოლიმპიადის გენერალური სპონსორის ,,WT Group’’-ის დამფუძნებლებმა, ბატონი მამუკას ყოფილმა მოსწავლეებმა – ირაკლი და ლევან გოგიებმა.

Close Menu