ამერიკის საელჩოს თაოსნობით ყოველწლიურად იმართება. მასში საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ათასობით მოსწავლე იღებს მონაწილეობას და ერთმანეთს ინგლისური სიტყვების მართლწერაში ეჯიბრება. კონკურსი სამეტაპიანია: სასკოლო, საქალაქო და რესპუბლიკური. თითოეული ტურის გამარჯვებულები გადადიან შემდეგ ტურში.

2018 წლის 27 აპრილს, ინგლისური ენის მართლწერის ეროვნული კონკურსი ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ჩატარდა. ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლემ ლონდა ჩოკოშვილმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა და X-XII კლასელთა შორის მთელი საქართველოს მასშტაბით II ადგილი დაიკავა. დღის ბოლოს გაიმართა საზეიმო ცერემონია, სადაც მონაწილეები სერთიფიკატებითა და საჩუქრებით დააჯილოდოვეს.

ვულოცავთ ლონდა ჩოკოშვილს ამ უდიდეს გამარჯვებას

 

Close Menu