FCE გამოცდები – 2018

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის XII კლასის მოსწავლეები ყოველწლიურად აბარებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის FCE (First Certificate in English) გამოცდას. FCE არის საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი, რომელიც გამოიყენება როგორც სამუშაო და სასწავლო, აგრეთვე საზღვარგარეთ კოლეჯსა თუ უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად.
წელს ჩვენი სკოლის ოცდაერთმა მოსწავლემ ჩააბარა FCE -ის გამოცდა, რომელთაგანაც უმრავლესობამ უმაღლესი შეფასება – C1 დაიმსახურა. ეს მოსწავლეები არიან:

ანა ოთინაშვილი, ირაკლი ბეგოიძე, გიორგი მჟავანაძე, თინა კამკამიძე, დაჩი ვადაჭკორია, გიორგი იანვარაშვილი, არჩილ გელენავა, გიგი ნებიერიძე, ანა გერლიანი, არჩილ შერმადინი, ქეთევან ტყეშელაშვილი, გიორგი ტაბაღუა, ანანო ღიბრაძე, ნათია ბრეგაძე, მარიამ ჩოხელი, მარიამ გიგაური, დავით კოშკელი, დაჩი რუხაია, მამუკა კობახიძე, საბა რაზმაძე, არჩილ მამუკაშვილი.

B2 (upper-intermediate) დონის სერთიფიკატი ადასტურებს რომ კანდიდატს შეუძლია იყოს დამოუკიდებელი მოსაუბრე, გაერკვეს რთულ და უჩვეულო სიტუაციებში და იმუშაოს ინგლისურენოვან გარემოში.
B2 დონის სერთიფიკატის მფლობელი თავისუფლდება საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ინგლისური ენის ლექციებიდან. უფრო მეტიც- მათ ჩაბარებულად ეთვლებათ მაგისტრატურაში ინგლისური ენის მისაღები გამოცდა.
C1 (advanced) დონე წარმოადგენს FCE-ის გამოცდის უმაღლეს დონეს, რომელიც ადასტურებს რომ კანდიდატის ინგლისურის დონე შეესაბამება პროფესიონალი საქმიანი პიროვნების ცოდნის დონეს და მას თავდაჯერებულად შეუძლია კომუნიკაცია პროფესიული და უმაღლესი რანგის სამეცნიერო სიტუაციებში.
C1 სერთიფიკატის მფლობელებს შეუძლიათ ასწავლონ და იმუშაონ ინგლისურენოვან გარემოში. საქართველოში შესაბამისი სერთიფიკატის დონე მოეთხოვებათ დოქტორანტურა დამთავრებულ მაძიებლებს.
FCE-ის გამოცდის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა, სხვა მსგავს გამოცდებთან შედარებით არის ის, რომ მისი სერთიფიკატი უვადოა.

instagram takipçi instagram takipçi free followers for instagram instagram takipçi satın al instagram free followers free instagram followers instagram takipçi kasma instagram beğeni hilesi cheat follower for instagram instagram giriş instagram free follower instagram takipçi kasma instagram takipçi hilesi instagram beğeni hilesi instagram takipçi instagram giriş instagram takipçi satın al instagram free followers instagram free follower cheat follower for instagram free instagram followers free followers for instagram Cami Halı Cami Halı Promosyon ürünleri çiğköfte bayilik Cami Halı