სერბეთი 2014

ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია ICYS წელს ოცდამეერთედ ჩატარდა. ამჟამად კონფერენცია სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გაიმართა. საქართველოს ნაკრები ჩვენი სკოლის 7 და ვაკის ფილიალის 1 მოსწავლით დაკომპლექტდა. მათ წარადგინეს ოთხი საპროექტო ნაშრომი. როგორც ყოველთვის, კონფერენცია საუკეთესოდ იყო ორგანიზებული. მასპინძლებმა მრავალფეროვანი ტური მოუწყვეს მონაწილეებს. ჯგუფზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა სავას და მარკოზის სახელობის მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა. ასევე განუმეორებელი იყო ექსკურსიები ავალას სატელევიზიო კოშკზე და გემით მოგზაურობა დუნაიზე. ამჯერადაც ქართველები წარმატებით გამოვედით მათემატიკის სექციაში და პირველობა არავის დავუთმეთ. ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლები – აი ასეთია ჩვენი მიღწევა ბელგრადის ICYS კონფერენციაზე. მასში 18 ქვეყნის 124 მოსწავლე მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრებს გამარჯვება მოუტანეს შემდეგმა მოსწავლეებმა:

  • გიორგი ჯგუშია და ნათია ჭეიშვილი –  ვერცხლის მედალი
  • ირაკლი გორდაძე და ანდრია ასათიანი – ვერცხლის მედალი
  • ლანა თედიაშვილი და ირაკლი ირემაშვილი – ბრინჯაოს მედალი
  • ზურა შატავიძე და გიორგი ბერუაშვილი – საპატიო სიგელი

ნაკრები ბელგრადში სტამბულის გავლით ჩავიდა. ამიტომაც, ბატონი მამუკას თაოსნობით ნაკრებმა სტამბულის ორი მთავარი ღირსშესანიშნაობა – აია სოფიას შესანიშნავი ტაძარი და სულთნის თოფქაფის სასახლე მოინახულა.

 

instagram takipçi instagram takipçi free followers for instagram instagram takipçi satın al instagram free followers free instagram followers instagram takipçi kasma instagram beğeni hilesi cheat follower for instagram instagram giriş instagram free follower instagram takipçi kasma instagram takipçi hilesi instagram beğeni hilesi instagram takipçi instagram giriş instagram takipçi satın al instagram free followers instagram free follower cheat follower for instagram free instagram followers free followers for instagram Cami Halı Cami Halı Promosyon ürünleri çiğköfte bayilik Cami Halı