უსაფრთხოების სამსახური

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის უსაფრთხოების სამსახური წარმოადგენს სკოლის ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც აწარმოებს:
სკოლის მოსწავლეების და თანამშრომლების უსაფრთხოების უზრუნველყოფას;
სკოლის შენობის, ნაგებობების, ქონების, სკოლის გარე პერიმეტრის დაცვას სასკოლო და არასასკოლო დროს;

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ჩვენი სკოლის დაცვის სამსახური.

სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის უსაფრთხოების კონტროლი ხორციელდება 47 ვიდეოთვალით.