ჩეხეთი 2013

მოსწავლეთა საპროექტო ნაშრომების საერთაშორისო კონფერენცია EU Contest სექტემბრის თვეში გაიმართება პრაღაში. საქართველოს ნაკრების ღირსებას მათემატიკის სექციაში ჩვენი სკოლის მოსწავლე ქეთევან თოფჩიშვილი დაიცავს.

მისმა საპროექტო ნაშრომმა გაიმარჯვა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კონკურსში – „მე – ახალგაზრდა მეცნიერი“.

სკოლის დირექცია იმედოვნებს, რომ როგორც წინა წლებში – ფინეთი 2011 (ი.სარალიძე) და სლოვაკეთი 2012 (ც.მამალაშვილი, ბ.ჩხარტიშვილი), ქეთიც წარმატებით დაიცავს საქართველოს ღირსებას EU Contest 2013-ზე.