სერბეთი 2018

XXV საიუბილეო ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა 19-26 აპრილს სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში. კონფერენციის მონაწილე ქვეყნების რიცხვმა წელს სარეკორდო მაჩვენებელს 32-ს, ხოლო მონაწილეების რაოდენობამ 300-ს მიაღწია. კონფერენციაში მონაწილეები ტრადიციულად 6 სექციაში (გარესამყაროს მეცნიერებები, სიცოცხლის მეცნიერებები, კომპიუტერული მეცნიერებები, ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა) ასპარეზობენ.

საქართველოს ნაკრები წარმოდგენილი იყო ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის 10 და ქართულ-ამერიკული სკოლის 2 მოსწავლით. ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა წარმატებას 3 სექციაში მიაღწიეს.

მათ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

  • ნიკა ფილაური – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
  • ნიკოლოზ ღვინიაშვილი – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
  • ნიკოლა კაპანაძე – ბრინჯაოს მედალი – მათემატიკა
  • მარიამ გორდაძე – ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
  • მარიამ მამალაძე -ბრინჯაოს მედალი – სიცოცხლის მეცნიერებები
  • ნათია კობახიძე – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
  • ნიკოლოზ ცაგარეიშვილი – ბრინჯაოს მედალი – ინჟინერია
  • გვანცა მამალაშვილი – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
  • ანანო ღიბრაძე – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
  • თამთა ჯაში – სპეციალური სერტიფიკატი – სიცოცხლის მეცნიერებები
  • ალექსანდრე მუსელიანი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა
  • ნიკოლოზ მესხი – სპეციალური სერტიფიკატი – მათემატიკა

აღსანიშნავია, რომ 3 სექციაში გამარჯვება მხოლოდ საქართველოს გუნდმა მოიპოვა. 
აღნიშნული შედეგით საქართველო გუნდურად V ადგილზე გავიდა.
ვულოცავთ ჩვენს ნაკრებს გამარჯვებას და წარმატებას ვუსურვებთ შემდეგ წლებშიც. უკვე დამტკიცებულია მომავალი კონფერენციის მასპინძელი ქვეყნების სია.

2019 წელი – მალაიზია, კუალა-ლუმპური
2020 წელი – საბერძნეთი, სალონიკი
2021 წელი – ჰოლანდია, ნაიმეგენი

ვიდეო გალერეა