დირექტორი

სახელი: მამუკა
გვარი: მესხიშვილი
დაბადების თარიღი: 1966 წელი, 6 ოქტომბერი
დაბადების ადგილი: თბილისი, საქართველო
ოჯახური მდგომარეობა:
ჰყავს მეუღლე და ორი შვილი, სამი შვილიშვილი

განათლება:

1983 წელს წარჩინებით (ოქროს მედალზე) დაამთავრა ილია ვეკუას სახელობის №42 ფიზიკა- მათემატიკური სკოლა.
1983 წელს ჩააბარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა- მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით (წითელ დიპლომზე) დაამთავრა 1988 წელს.
1988-91 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტი.
1990-91 წლებში მივლინებული იყო ქ. მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის მექანიკის პრობლემების ინსტიტუტში.
სამეცნიერო ხარისხი:
1993 წელს დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება.
2004 წელს მიენიჭა ფიზიკა- მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის წოდება.

პროფესიული საქმიანობა:

2003 წლიდან არის ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის დირექტორი.
1996-2003 წლებში მუშაობდა დემირელის სახელობის კერძო კოლეჯში, სადაც ასწავლიდა მათემატიკას ინგლისურ ენაზე, ხელმძღვანელობდა საოლიმპიადო ჯგუფებს.
1994-95 წლებში მიწვეული იყო საბერძნეთში, ათენის უნივერსიტეტში.
1993-97 წლებში მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის თანამდებობაზე.
1991-93 წლებში მუშაობდა თბილისის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე.

დამატებითი ინფორმაცია:

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის INTEL ISEF (International Science and Engineering Fair) წარმომადგენელი საქართველოში და Georgia Nationa Affiiliated Fair-ის აღმასრულებელი დირექტორი
არის ამერიკის მათემატიკოსთა კავშირის – Mu Alpha Theta წევრი.

ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ოთხჯერ არის დაჯილდოებული საქართველოს განათლების სამინისტროს დიპლომებით.
იყო მათემატიკის რესპუბლიკური ოლიმპიადების და კონფერენციების ჟიურის წევრი.

1998-2002 წ. სოროსის საგანმანათლებლო ფონდის გრანტის მფლობელი.

2001 წ. აირჩიეს საქართველოს მათემატიკის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილედ.

2013 წ. გამოსცა მონოგრაფია – სამსაუკუნოვანი პრობლემა.

მისი ბოლო წლების ნაშრომები გამოქვეყნებულია საიტზე:
http://www.mathpubs.com/author/Mamuka+Meskhishvili

ის შესულია ყველა დროის, სრულყოფილი პარალელეპიპედის მკვლევარ 8 საუკეთესო მათემატიკოს შორის (ეილერთან ერთად)

ქვემოთ ჩამოთვლილ მოსწავლეთა საერთაშორისო მათემატიკურ შეჯიბრებებში იყო საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი:

არის საქართველოს მათემატიკოსთა ნაკრების ხელმძღვანელი მოსწავლეთა მათემატიკურ შეჯიბრებებში:

instagram takipçi instagram takipçi free followers for instagram instagram takipçi satın al instagram free followers free instagram followers instagram takipçi kasma instagram beğeni hilesi cheat follower for instagram instagram giriş instagram free follower instagram takipçi kasma instagram takipçi hilesi instagram beğeni hilesi instagram takipçi instagram giriş instagram takipçi satın al instagram free followers instagram free follower cheat follower for instagram free instagram followers free followers for instagram Cami Halı Cami Halı Promosyon ürünleri çiğköfte bayilik Cami Halı ankara escort ankara escort