აშშ, ჯორჯია 2008

2008 წლის 11-21 მაისს, საპროექტო ნაშრომების რიგით 59-ე მსოფლიო ჩემპიონატს ჯორჯიის დედაქალაქმა ატლანტამ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრების ღირსებას ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის სამი მოსწავლე: შალვა ხოხაშვილი, ლია ერაძე და ანა ბეჟიტაშვილი იცავდნენ.

მათ საპროექტო ნაშრომები ეკოლოგიის სექციაში წარადგინეს. ჩვენდა სასიხარულოდ სამივე მათგანმა საპატიო სიგელი დაიმსახურა. 

მსოფლიო ჩემპიონატზე 52 ქვეყნის 1554 მოსწვლე მონაწილეობდა, რომლებმაც ნაშრომები 18  სხვადსხვა სექციაში წარადგინეს. ჩვენს გუნდზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ატლანტის ღირსშესანიშნაობებმა.

განსაკუთრებით ატლანტა ჰოუქსის საკალათბურთო არენამ, სადაც მამუკა მესხიშვილის ყოფილი მოსწავლე ზაზა ფაჩულია თამაშობს.

ვიდეო გალერე