top of page

ქიმიის ლაბორატორია

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ლაბორატორია თანამედროვე სასწავლო თვალსაჩინოებებით, ქიმიური ჭურჭლით (მწარმოებელი Feta), სასწორებით, რეაქტივებითა და აპარატურითაა აღჭურვილი. გარდა ამისა, ლაბორატორიაში დაცულია მოსწავლეთა უსაფრთხოების ზომები.

მოსწავლეები ქიმიის სასკოლო ლაბორატორიით სარგებლობენ:

  • ასრულებენ პრაქტიკულ სამუშაოებს;

  • ატარებენ კვლევებს;

  • აკვირდებიან შედეგებს;

  • გამოაქვთ სათანადო დასკვნები;

  • ამზადებენ პრეზენტაციებს და პროექტებს.

 

საბუნებისმეტყველო საგნების სასწავლო ლაბორატორიის არსებობა სკოლაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან უფროსკლასელთა შორის ბევრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით დაინტერესებული მოსწავლე. ეს ლაბორატორია მათ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის სხვადასხვა კონკურსისა და საერთაშორისო კონფერენციისთვის მზადებაშიც ეხმარება.

გარდა ამისა, სკოლის ყველა მასწავლებელსა და მოსწავლეს ქიმიის სწავლებისა და შესწავლისას, საშუალება აქვთ ვირტუალური ლაბორატორიითაც ისარგებლონ.

ქიმიის სწავლების დონის ამაღლებასა და ამ საგნით მოსწავლეთა დაინტერესებას ხელს უწყობს სკოლაში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობა.

bottom of page